ფრანგების 57 % მიიჩნევს, რომ მუსლიმთა პროტესტმა კარიკატურების გამოქვეყნებას ხელი არ უნდა შეუშალოს

ფრანგების 57 % მიიჩნევს, რომ მუსლიმთა პროტესტმა კარიკატურების გამოქვეყნებას ხელი არ უნდა შეუშალოს

საფრანგეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტი - 57 % მიიჩნევს, რომ მუსლიმთა პროტესტმა ხელი არ უნდა შეუშალოს წინასწარმეტყველ მუჰამედზე კარიკატურების გამოქვეყნებას. აღნიშნული გამოკითხვა კომპანია "Ifop"-მა ჩაატარა.

გამოკითხულთა 50 % ემხრობა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას სოციალურ ქსელებში. 42 % წინააღმდეგია წინასწარმეტყველის კარიკატურების გამოქვეყნების - იუწყება "ფრანს პრესი".

ამავე გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 68 % მომხრეა ქვეყანაში იმ ფრანგების შემოშვებაზე დაწესეს აკრძალვა, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან იმ რეგიონებისა და ქვეყნების ბრძოლებში, რომლებსაც ტერორისტული დაჯგუფებები აკონტროლებენ.

ამდენივე პროცენტი მომხრეა ქვეყნიდან იმ ადამიანების გაძევების, რომლებიც ჯიჰადისტებს ემხრობიან.