პატრიარქმა დიდი აიაზმა – წყალკურთხევა შეასრულა

პატრიარქმა დიდი აიაზმა – წყალკურთხევა შეასრულა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით დიდი აიაზმა – წყალკურთხევა შეასრულა.

როგორც პატრიარქმა ბრძანა, დიდი აიაზმა წელიწადში ორჯერ, ნათლისღების წინა დღეს და ნათლისღებას სრულდება. უწმინდესმა დღევანდელი ქადაგებისას სრულიად საქართველოს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა.

"ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ კიდევ გვეღირსა ნათლისღების დღესასწაულის შეხვედრა. მადლობა უფალს ამ დიდი წყალობისთვის. ვმადლობთ, რომ წყალობა ღვთისა უხვად გადმოდის საქართველოზე. დღეს შესრულდა დიდი აიაზმა. წელიწადში ორჯერ სრულდება დიდი აიაზმა – ნათლისღებას და ნათლისღების წინა დღეს. შევთხოვთ უფალს, რომ აკურთხოს ერი ჩვენი, მთავრობა და მხედრობა. აკურთხოს უფალმა შვილები ჩვენი, აკურთხოს უფალმა ჩვენი მომავალი და წარსული. ყველას გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს", - ბრძანა პატრიარქმა.

მისივე თქმით, დღეს, 18:00 საათზე, სამების ტაძარში ლოცვა შესრულდება, ხვალ 10:00 საათზე კი წირვა.