ბელგიის არმიამ ევროკომისიის შენობა დაცვის ქვეშ აიყვანა

ბელგიის არმიამ ევროკომისიის შენობა დაცვის ქვეშ აიყვანა

BBC-ის ინფორმაციით, ბელგიის არმიის 300-კაციანი შემადგენლობა ამ დროისთვის ევროკომისიის შენობას , აშშ-ს საელჩოს, სინაგოგებსა და ზოგიერთ ობიექტს იცავს. მსგავს შემთხვევას ბოლო 35 წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია.

უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების მიღება 7-9 იანვარს პარიზში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს და ბელგიაში რეიდების შედეგად ტერორიზმთან კავშირში ეჭვმიტანილი 13 ადამიანის დაკავებას უკავშირდება.