ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს ადასტურებს

როგორც კონსტიტუციონალისტი აცხადებს, "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივნად მის დანიშვნასთან დაკავშირებით შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთანაც ჰქონდა.

"კონსულტაციები გვქონდა, მაგრამ დადასტურებით ვერ დავადასტურებ. წარვადგინე ჩემი ხედვები. თავმჯდომარით დაწყებული მქონდა ხელმძღვანელობასთან კონსულტაციები. პარტიასთან მქონდა მუდმივად კონსულტაციები",-აცხადებს კობახიძე.

"ქართული ოცნების" საერთაშორისო მდივანი არმაზ ახვლედიანი კი აცხადებს, რომ პოლიტსაბჭოზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.

"საბჭოს წევრი ვარ და ასეთ განხილვაში მონაწილეობა არ მიმიღია, ვერ გეტყვით რას ამბობს გენერალური მდივანი, ვერც ვერავის მოვუწონებ გადაწყვეტილებების მიღებას წინასწარი განხილვის გარეშე, ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ცვლილებას მივესალმები მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი პარტიის დემოკრატიულ რელსებზე დაყენებას შეუწყობს ხელს",- განაცხადა ახვლედიანმა.

თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზვიად ჯანყარაშვილმა პოსტი საკუთარი ნებით დატოვა.