ლონდონში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მოქმედი კოალიციის სამიტი გაიმართება. BBC-ის ინფორმაციით, სამიტის ორგანიზატორები შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო არიან. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს 20-ზე მეტი, მათ შორის არაბული სახელმწიფოების წარმომადგენლები. სამიტის მონაწილეები "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიასა და ტაქტიკაზე იმსჯელებენ.
ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, მოლაპარაკების მთავარი თემა იქნება, თუ როგორ აღუდგნენ წინ ისლამისტთა რიგების უცხოელი "ბოევიკებით" შევსებას, სამხედრო კამპანია "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ, მისი დაფინანსების წყაროებთან ბრძოლა და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის გზები.