"ბოევიკებმა" უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები წუხელ 28-ჯერ დაცხრილეს

გასული ღამის განმავლობაში "ბოევიკებმა" ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები 28-ჯერ დაცხრილეს. უკრაინის ანტიტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, პრორუსი სეპარატისტები ნაღმტყორცნებიდან და "გრადის" ტიპის შეიარაღებიდან ისროდნენ. 

რაც შეეხება დონეცკის აეროპორტს, სადაც გუშინ უკრაინელ სამხედროებსა და პრორუს სეპარატისტებს შორის რამდენიმესაათიანი ბრძოლა წარმოებდა, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ღამემ მშვიდობიანად ჩაიარა. უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა აეროპორტის ტერიტორიიდან 20 დაჭრილის და 2 დაღუპულის გამოყვანა შეძლეს. ევაკუაციის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.