აზერბაიჯანის პოზიციებიდან სროლების შედეგად, ერთი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა

აზერბაიჯანის პოზიციებიდან სროლების შედეგად, ერთი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა

აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე, აზერბაიჯანის პოზიციებიდან სროლების შედეგად, ერთი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა, - ამის შესახებ სომხური სააგენტო "ნიუს.ამ" სომხეთის თავდაცვის სამინისტოს პრესმდივნის არცრუნ ოვანისიანის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

მისი თქმით, დაღუპულია სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე არმან არუთუნიანი.

აღნიშნული ფაქტი ტავუშის ოლქის სოფელ ვოსკევანში მოხდა. დაჭრილი სამხედრო ქალაქ ნოემბერიანის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ადგილზე მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო. დაღუპული საკონტრაქტო სამსახურს გადიოდა.