მამა ილია კარტოზიას სამშობლოში დღეს ჩამოავენებენ

მამა ილია კარტოზიას სამშობლოში დღეს ჩამოავენებენ

ადრიატიკის ზღვაში დაღუპული არქიმანდრიტის, ილია კარტოზიას ცხედარს ბარიდან თბილისის აეროპორტში დღეს, 17:30 საათზე ჩამოასვენებენ და საღამოს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ. ამის შესახებ საპატრიარქოს პრეცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა დავით შარაშენიძემ გუშინ განაცხადა.

მისივე თქმით, 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულის შემდეგ, მამა ილია კარტოზიას ცხედარს მცხეთაში, წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში გადაასვენებენ.

დაკრძალვის ცერემონია 20 იანვარს, 12:00 საათზე, ამავე მონასტრის ეზოში გაიმართება.

ადრიატიკის ზღვაში, ბორან Nორმან Aტლანტი-ზე ხანძარი 28 დეკემბერს გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა. მამა ილია კარტოზია მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.