ფლორიდას შტატში, მელბურნის სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი - დაიჭრა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. თვითმხილველების განცხადებით, სავაჭრო ცენტრში ერთი ადამიანი დაცხრილეს, ორი კი - დაჭრეს.
შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, რომელმაც დამნაშავის დაკავება მოახერხა. სავაჭრო ცენტრი ამ დროისთვის დაკეტილია.