ბარაქ ობამა ევროპაში მუსლიმთა ინტეგრირების პროცესით უკმაყოფილოა

ბარაქ ობამა ევროპაში მუსლიმთა ინტეგრირების პროცესით უკმაყოფილოა

აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაქ ობამას განცხადებით, უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ ახდენს ევროპა მუსლიმთა ინტეგრირებას თავის საზოგადოებაში. ამის შესახებ ამერიკის ლიდერმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ ქემერონთან ერთად თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"აშშ-ის ყველაზე დიდი უპირატესობა იმაშია, რომ ჩვენი მუსლიმური მოსახლეობა თავს ამერიკელად მიიჩნევს. ევროპის ზოგიერთ ნაწილში ასეთი რამ არ არის. ეს კი, ევროპისთვის, შესაძლოა, დიდი საფრთხეც არის", - განაცხადა ობამამ.