ფლორიდას შტატში, მელბორნის სავაჭრო ცენტრში, სროლის ხმა ისმის

ფლორიდას შტატში, მელბორნის სავაჭრო ცენტრში, სროლის ხმა ისმის

ფლორიდას შტატში, მელბორნის სავაჭრო ცენტრში, სროლის ხმა ისმის. ამის შესახებ "ასოშიეითედ პრესი" იუწყება. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, რომელიც სროლის მიზეზებს არკვევს. სავაჭრო ცენტრი ამ დროისთვის დაიკეტა.

ამასთან, ტელეკომპანია "ენ ბი სის" ინფორმაციით, სროლის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანია დაშავებული.

სხვა დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.