საჭიროა, უკრაინაში დაიწყოთ საქმეების აღძვრა კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ

საჭიროა, უკრაინაში დაიწყოთ საქმეების აღძვრა კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ

საჭიროა, უკრაინაში დაიწყოთ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ტელეკომპანია "ესპრესო ტვ"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, თავად არ არის მასობრივი დაკავებების მომხრე, მაგრამ იმ ადამიანებმა, რომლებმაც უკრაინას დიდძალი თანხა მოპარეს, უკან უნდა დააბრუნონ.

"არაფერში გჭირდებათ მაფიოზების ციხეში გამომწყვდევა, ვისაც თავისუფლებაზე საკუთარი ტელეარხები და რადაში დეპუტატები ეყოლება. უმჯობესია, ასეთებს ფული არ ჰქონდეთ და მერე სადაც უნდა, იქ ისეირნონ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკვე 25 წელია უკრაინას თითქმის მთელი ელიტა ძარცვავს, თუმცა უკრაინა მაინც ფეხზე დგას.

"პრაქტიკულად უკრაინის მთელმა ელიტამ, ყოველ შემთხვევაში მისმა დიდმა ნაწილმა, მოილაპარაკა, რომ უკრაინა გაძარცვონ იმ სიმდიდრისგან, რაც მას აქვს და თავისთვის მიიტაცონ. ამის მიუხედავად, უკრაინა მაინც ფეხზე დგას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.