რამდენიმეწუთიან ვიდეოში რუსეთის აგენტების დაკითხვის კადრებია ასახული. ვიდეოში ასევე ნაჩვენებია, თუ როგორ სჯის სიკვდილით არასრულწლოვანი მებრძოლი რუსეთის ფედერალური სამსახურის 2 აგენტს.
ისლამისტების განცხადებით, აგენტები 1976 წელს დაბადებული ჯამბულათ მამაევი და 1984 წელს დაბადებული სერგეი აშიმოვი არიან, რომლებიც, რუსეთის დავალებით, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს შესახებ ინფორმაციას აგროვებდნენ და ისლამისტების ლიდერის მოკვლა ჰქონდათ დავალებული.
ვიდეოს ბოლოს კადრებში აღბეჭდილია, თუ როგორ ხოცავს აგენტებს ყაზახი.