ადრიატიკის ზღვაში, ბორან „ნორმან ატლანტიკის“ კატასტროფის შედეგად გარდაცვლილი მოძღვრის ჩამოსასვენებლად იტალიის ქალაქ ბარიში საპატრიარქო დელეგაცია გაემგზავრა.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის გერასიმე შარაშენიძეს თქმით, შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგებისთანავე, სასულიერო პირის ცხედარს სამშობლოში გადმოასვენებენ.
„მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით მივემგზავრებით ბარიში საქართველოს ეკლესიის დელეგაცია მამა ილიას ნეშთის გადმოსასვენებლად. დღეს ჩვენ მას პროზექტურიდან გადმოვასვენებთ, 16 იანვარს, პარასკევს, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში ჩატარდება წირვა, მისი სულის მოსახსენიებლად და შაბათს დილით ჩამოვასვენებთ მის ცხედარს“,- განაცხადა მეუფე გერასიმე შარაშენიძემ.
მამა ილია კარტოზიას მცხეთაში, დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის ეზოში დაკრძალავენ, სადაც ის მსახურობდა.
ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფებოდა. მათგან შვიდის გადარჩენა მოხერხდა, მამა ილია კი ზღვაში დაიხრცო. მან ბორანზე ადგილი ბავშვიან ქალს დაუთმო.