ნარმანიამ ტრანსპორტის სამსახურს ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლების პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდა

ნარმანიამ ტრანსპორტის სამსახურს ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლების პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდა

დედაქალაქის მერმა ტრანსპორტის, იურიდიულ სამსახურს და საკითხის კურატორ მოადგილეს წინადადებების წარდგენის ვადა იანვრის ბოლომდე მისცა.

ნარმანიას განცხადებით, უნდა დაიწყოს აქტიური მუშაობა იმაზედ, რომ სადაც უპირატესობა ფეხით მოსიარულეებს ენიჭებათ, იქ მათი უსაფრთხოება დაცული იყოს.

„ბევრ ცივილურ და განვითარებულ ქვეყანაში ფეხით მოსიარულეს ენიჭება უპირატესობა, თუმცა ჩვენთან ხშირ შემთხვევაში ეს პირიქით არის და ხშირად უპირატესობით სარგებლობენ ავტომობილები. ამიტომ, შესაბამის უწყებებთან ერთად, საპატრულო პოლიციასთან ერთად დავიწყოთ აქტიური მუშაობა იმაზე, რომ უპირატესობა ჰქონდეთ ფეხით მოსიარულეებს, იმ ადგილას, სადაც ეს ოფიციალურად არის გათვალისწინებული, მაგრამ მეორეს მხრივ, ისეთ ადგილებზე, სადაც უკანონოდ ხდება გზის გადაკვეთა, მოქალაქეებს მოვუწოდებ, ისარგებლონ ოფიციალურად განკუთვნილი გადასასვლელებით. ამიტომ ამ თვალსაზრისით აქტიური მუშაობა მოგვიწევს. ვავალებ ტრანსპორტის სამსახურს, პირველ რიგში ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის წარმოდგენას და შესაბამისად, უკვე იურიდიულ სამსახურთან და კურატორ მოადგილესთან ერთად მზა წინადადების წარმოდგენას იანვრის ბოლომდე, თუ როგორ მოვაგვაროთ ეს საკითხი“, - განაცხადა ნარმანიამ.