„ექსპრეზიდენტს ვთხოვ, თავი დაანებოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი თემებით პოლიტიკურ თამაშს“

„ექსპრეზიდენტს ვთხოვ, თავი დაანებოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი თემებით პოლიტიკურ თამაშს“

ამის შესახებ მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. მისი შეფასებით, ექსპრეზიდენტი საქართველოს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი თემებით სპეკულირებს.

„ჩვენი ხელისუფლება და ყველა შესაბამისი სამსახური ძალიან დიდი ყურადღებით ეკიდება ამ საკითხებს. იცით რამდენად პასუხისმგებლიან როლს თამაშობს ქართული სახელმწიფო იმ საკითხებთან მიმართებაში, რასაც ქვია გლობალური მშვიდობა და სტაბილურობა. არაერთი ქართველი ჯარისკაცი გმირულად მსახურობს აისაფის მისიაში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. მათი სამსახური ჩვენთვის ფასდაუდებელია. ამავე დროს, მინდა ვთხოვო ექსპრეზიდენტს, თავი დაანებოს საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემებით პოლიტიკურ თამაშს. არსებობს ბევრი სხვა თემა, რომელზეც მას შეუძლია ყურადღება გაამახვილოს და არ ავნოს საქართველოს სტაბილურობას და სახელმწიფო ინტერესებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ სახელმწიფო საზღვარგარეთ მებრძოლი ჯარისკაცების უსაფრთხოებას ვერ იცავს.