საქართველოში საფრანგეთის საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნება

საქართველოში საფრანგეთის საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნება

საქართველოში საფრანგეთის საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნება. საელჩოს ცნობით, პარიზში, Charlie Hebdo-ზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით მსურველებს სამძიმრის წიგნში ჩანაწერის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ 9 იანვარს - 10:00 დან 12:00-მდე და 14:00 დან 16:00-მდე.

Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. დაღუპულებს შორის ჟურნალის თანამშრომლები და ორი პოლიციელია, რომელთაგან ერთი აჰმედ მურაბეთი მუსლიმი წარმოშობისაა.