"ფრანს-პრესის" ინფორმაციით სატირული ჟურნალის, Charlie Hebdo-ს გადარჩენილი თანამშრომლები ახალი ნომრის გამოსაშვებად შეიკრიბებიან.
ინფორმაცია ჟურნალის მიმომხილველმა პატრიკ პელუმ დაადასტურა:
ახალი ნომრის გამოსვლა 14 იანვარს არის დაგეგმილი, რომელიც სხვა შენობაში აიწყობა, რადგან ჟურნალის რედაქციაში შესვლა შეუძლებელია.
"ეს ძალიან მძიმეა. ჩვენ განვიცდით მწუხარებასაც და შიშსაც, მაგრამ ამას მაინც გავაკეთებთ, რადგან ვერ გაიმარჯვებენ", - აღნიშნა პელუმ.