მსოფლიოს 10 ექსტრემალური მიმართულება, რომელთა შესახებაც ალბათ არაფერი გსმენიათ, ამ სიაში კი საქართველო მეხუთე ადგილს იკავებს.
„ტელეგრაფის“ სტატიის ავტორი კახეთის ღვინის მეურნეობას და შიდა ქართლში მდებარე უფლისციხეს აღწერს:
„თქვენ ალბათ არასოდეს გსმენიათ კახეთის შესახებ, საქართველოს ამ რეგიონში გარანტირებულად ისიამოვნებთ ყველაზე ცნობილი გამოგონებით, რასაც ღვინო ჰქვია. ქართველები ღვინოს 8 ათასი წელია ამზადებენ. ღვინის ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადება ბოლო პერიოდში აღდგა. ქვეყნის საუკეთესო ღვინოებს შორისაა: „The Fat Duck“, „Hibiscus“ and „Nobu...“
„...იყალთოს მონასტერში, მართლმადიდებელი სასულიერო პირები ღვინის კულტურის შესახებ დეტალურ ჩანაწერებს ინახავენ. მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს ზიარებისათვის განკუთვნილი ღვინის მარანი, ასევე ვენახები და ლაგვინარის მარნები...“
სტატიაში აღწერილია უფლისციხე, რომელიც თბილისიდან 74 კმ-ში მდებარეობს:
„...უფლისციხე 3000 წლოვანი კლდოვანი ქალაქია, სადაც სამრეწველო მასშტაბის ღვინის საწნახელები მდებარეობს".