ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთს ტერორიზმთან ბრძოლაში მოკავშირე უწოდა და ამ სფეროში ალიანსსა და მოსკოვს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ განაცხადა.
"ჩვენ კვლავინდებურად მივისწრაფვით რუსეთთან თანამშრომლობისა და კიდევ უფრო მეტად კონსტრუქციული ურთიერთობისკენ. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ რუსეთმა, რომელიც ევროპაში ჩვენი ყველაზე დიდი მეზობელია, და ნატომ ერთად იმუშაონ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც ტერორიზმია", - აღნიშნა სტოლტენბერგმა გერმანიაში ვიზიტისას.
მანამდე ალიანსის გენერალურმა მდივანმა ფრანგი ჟურნალისტების მკვლელობას "თავისუფალ პრესაზე შემაძრწუნებელი შეტევა" უწოდა.