სტამბულის ტერაქტის მომწყობი რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა

სტამბულის ტერაქტის მომწყობი რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა

თვითმკვლელი, რომელმაც ორი დღის წინ სტამბულის პოლიციის განყოფილებაში თავი აიფეთქა, რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა. "ბიბისი"-ს ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

მათი ინფორმაციით, თვითმკვლელის სახელი და გვარია დიანა რამაზოვა.

6 იანვრის ტერორისტული აქტის შედეგად, ერთი პოლიციელი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. მოწმეთა განცხადებით, აფეთქებამდე ტერორისტი-თვითმკვლელი ქალი ტაქსის მძღოლს რუსულად ელაპარაკებოდა.

ამასთან, სტამბულში აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თურქეთში აკრძალულმა მარქსისტულმა დაჯგუფებამ "გათავისუფლების რევოლუციურმა სახალხო ფრონტმა" აიღო.