საფრანგეთის პოლიცია იმ ავტომობილს ეძებს, რომლითაც ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილები გადაადგილდებიან.
უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია ნაცრისფერ Renault Clio-ს ეძებს, რომლითაც ეჭვმიტანილები გადაადგილდებიან.
"ბიბისის" ინფორმაციით, პოლიციამ ასევე ალყა შეამოარტყა ბენზინგასამართ სადგურს, სადაც ეჭვმიტანილები რამდენიმე საათის წინ შენიშნეს.
"ბიბისის" ცნობით, ჟურნალის რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებმა პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს, საიდანაც საკვები და ბენზინის გაიტაცეს.
Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. დაღუპულებს შორის ჟურნალის თანამშრომლები და ორი პოლიციელია, რომელთაგან ერთი აჰმედ მურაბეთი მუსლიმი წარმოშობისაა.
"ბიბისის" ცნობით, სატირულმა ჟურნალმა "ტვიტერზე" ბოლოს "ისლამური სახეწლმიფოს" ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.
2011 წელს Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ჟურნალმა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები გამოაქვეყნა.