თბილისის მერი დავით ნარმანია თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა. რომელიც ვაკეში, ვერასა და საბურთალოზე მშენებლობებზე მორატორიუმის გამოცხადებას ეხება.
„მშენებლობები ვერ გაჩერდება. ქალაქს სჭირდება განვითარება. მთავარია, რომ სწორი პოლიტიკით და გეგმაზომიერად განვავითაროთ ქალაქი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ნარმანიამ კომენტარი გააკეთა დღეს ონიაშვილის ქუჩაზე მშენაბრე კორპუსის კედლების ჩამონგრევასთან დაკავშირებით.
„ჩვენი სამსახურები სწავლობენ, თუ რამ გამოიწვია ჩამონგრევა. ეს იყო დაუდევრობა თუ მშენებლობის წესების დარღვევა. შესაბამისად მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახური ამასთან დაკავშირებით რეაგირებას მოახდენს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის საკრებულოს დამოკიდებელმა დეპუტატმა, ალექსანდრე ელისაშვილმა თბილისის მერს დავით ნარმანიას ვაკეში, ვერასა და საბურთალოზე მიმდინარე მშენებლობებზე მორატორიუმის გამოცხადებისკენ დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა.