გემ „გულფროის“ ბორტზე მყოფი ეკიპაჟის ოთხი ქართველი წევრი ევაკუირებულია

გემ „გულფროის“ ბორტზე მყოფი ეკიპაჟის ოთხი ქართველი წევრი ევაკუირებულია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი არ დაშავებულან, ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და საფრთხე არ ემუქრება. ეკიპაჟის წევრები სამსუნში, ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებიან

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 8 იანვარს, ბრიტანული დროშის ქვეშ მცურავმა გემმა  - „გულფროი“, თურქეთის ტერიტორიულ წყლებში, სამსუნის ნავსადგურის რეიდზე განიცადა კატასტროფა და შეეჯახა რიფს მარცხენა ბორტით.

გემზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ათი წევრი, მათ შორის საქართველოს ოთხი მოქალაქე. სამსუნის სანაპირო დაცვის მიერ დროულად მოხდა ეკიპაჟის წევრების ევაკუაცია და ისინი განთავსებულნი არიან ქ. სამსუნის სასტუმროში.