ფრანგმა ხალხმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულებს

ფრანგმა ხალხმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულებს

საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულებს.

"ბიბისის" ცნობით, პარიზში შეკრებილებმა ხელიხელჩაკიდებული მიაგეს პატივი დაღუპულებს, წუთიერი დუმილის შემდეგ კი ტაშით გაიხსენეს ისინი. ზარები დარეკეს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში.

დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ბრიუსელშიც.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგებმა მომხდარს "საფრანგეთის 9/11" უწოდეს.

InterPressNews.GeCharlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. დაღუპულებს შორის ჟურნალის თანამშრომლები და ორი პოლიციელია, რომელთაგან ერთი აჰმედ მურაბეთი მუსლიმი წარმოშობისაა.

"ბიბისის" ცნობით, სატირულმა ჟურნალმა "ტვიტერზე" ბოლოს "ისლამური სახეწლმიფოს" ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.

2011 წელს Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ჟურნალმა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები გამოაქვეყნა.