მამა ილია კარტოზიას საქართველოში მიმდინარე კვირას ჩამოასვენებენ

მამა ილია კარტოზიას საქართველოში მიმდინარე კვირას ჩამოასვენებენ

იტალიაში საქართველოს ელჩის კახა სიხარულიძის ცნობით, მამა ილია კარტოზიას საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით ყველა იურიდიული პროცედურა თითქმის დასრულებულია.

სიხარულიძის თქმით, მიმდინარე კვირას ცხედრის საქართველოში გადმოსვენება შესაძლებელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ დავით აღმაშენებლის ეკლესიის წინამძღვარი მამა ილია კარტოზია ადრიატიკის ზღვაში ბორანზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპა.

იტალიაში მიმავალ "ნორმან ატლანტიკს" ცეცხლი 28 დეკემბერს გაუჩნდა. ბორანზე საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფებოდა.

მამა ილია კარტოზიას ცხედარი ზღვამ ქალაქ ლეჩესთან გამორიყა.