„ვივამედის“ გენერალური დირექტორი და „იმედის“ ტელეწამყვანი, ნინო ნადირაძე ეხმიანება რადიკალური ოპოზიციის აქტივისტების მიერ, საკრებულოში პროპორციული სიით წარდგენილი ბექა ოდიშარიას მისამართით გამოხატულ აგრესიას, რომელსაც აქციის მონაწილეთაგან ერთ-ერთმა შემდეგი სიტყვები დაუძახა: „მოკვდები ისედაც, კიბო გაქვს".
ნინო ნადირაძის განცხადებით, აღნიშნული ქმედებით რადიკალებმა სიმსივნიან პაციენტებს განაჩენი გამოუტანეს და ასევე, გაიხსენა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიორგი ვაშაძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელმაც ონკოპაციენტებზე დახარჯულ ფულს წყალში გადაყრილი უწოდა.
„თქვენ სიმსივნიან პაციენტებს გუშინდელი გამოხტომით განაჩენი გამოუტანეთ ერთი წუთით წარმოიდგინეთ ამ დიაგნოზიანი ბავშვების მშობლები არ მიკვირს, თქვენმა ერთ-ერთმა ლიდერმა ონკოპაციენტებზე დახარჯულ ფულს წყალში გადაყრილი უწოდა ბოროტები და საშიშები ხართ“, - წერს ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში.