„ღამის საათებში ფოიერვერკების თავისუფალი გაშვება იზღუდება“

„ღამის საათებში ფოიერვერკების თავისუფალი გაშვება იზღუდება“

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით აუცილებელი რეგულაციები დადგინდა.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ხმაური და ფოიერვერკის გამოყენება მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის.

„ღამის საათებში ფოიერვერკების თავისუფალი გაშვება იზღუდება. შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ გამონაკლისი იქნას დაშვებული სადღესასწაულო დღეებზე. თუმცა სადღესასწაულო დღეები მთლიანად 1 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით პერიოდს არ ნიშნავს. 22:00 საათიდან ფოიერვერკების თავისუფალი გამოყენება უნდა შეიზღუდოს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ახალი რეგულაციების თანახმად, ღამის საათებში დაბადების დღეების, ქორწილების თუ სხვა ტიპის დღესასწაულების ხმაურიანი აღნიშვნაც იკრძალება.  შეზღუდვები ღამის  გასართობ დაწესებულებებსაც ეხება. კონკრეტულად კი, შეზღუდვები წესდება ხმამაღალ მუსიკაზე. გასართობი დაწესებულებები ხმამაღალ მუსიკას 22:00 საათიდან ვეღარ ჩართავენ.

აღნიშნული სახის დაღვევებზე კონტროლის მექანიზმებისა და სანქციების შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.