დონბასში

დონბასში "ბოევიკების" მხარდასაჭერად ჩეჩენი მოხალისეები ჩავიდნენ

დონბასში მოქმედი "ბოევიკების" მხარდასაჭერად ჩეჩენი მოხალისეები ჩავიდნენ, - ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ტიმჩუკმა განაცხადა.

მისივე თქმით, ზუგრესის რაიონში 120 ადამიანის შესვლა დაფიქსირდა, რომლებიც საკუთარ თავს ჩეჩენ მოხალისეებს უწოდებენ.

"სინამდვილეში ეს ქვედანაყოფი ჩეჩნეთის პოლიციის თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული, რომელთაც გასული წლის დეკემბერში ხელი მოაწერეს ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებას, რომ მზად არიან შეასრულონ უმაღლესი მთავარსარდლის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნებისმიერი ბრძანება", - დაწერა დიმიტრი ტიმჩუკმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

მისივე ინფორმაციით, ჩეჩნეთიდან აღმოსავლეთ უკრაინაში ჩასული ქვედანაყოფის შემადგენლობაში 10 ერთეული ჯავშანტექნიკაა.