ნანი ბრეგვაძის სოლო კონცერტს ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე მთავრობის წევრებიც იმყოფებოდნენ.
"მოგზაურობა დროში" - ნანი ბრეგვაძის სასცენო მოღვაწეობის პერიოდები მისმა ქალიშვილმა ეკა მამალაძემ და შვილიშვილმა ნატალია ქუთათელაძემ თეატრალიზებული საღამოს სცენაზე გააცოცხლეს.
საუკუნის კონცერტად წოდებულ საღამოზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, თბილისის მერი დავით ნარმანია და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იმყოფებოდნენ.