"ევრომაიდნის საკოორდინაციო საბჭოს" ოფისში აფეთქება მოხდა

ოდესაში "ევრომაიდნის საკოორდინაციო საბჭოს" ოფისის შენობაში აფეთქება მოხდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. ჩამსხვრეულია შენობის ფანჯრები, დაზიანდა ახლომდებარე რამდენიმე მანქანა და დაზიანდა ანტიტერორისტული ოპერაციის სამხედროთა დახმარების ცენტრი.

გასული კვირის ბოლოს ოდესაში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. უცნობმა პირებმა ნავთობპროდუქტებით დატვირთული ცისტერნა ააფეთქეს.