ზიგმარ გაბრიელი - რუსეთის დასუსტება მთელი მსოფლიოსთვის სახიფათოა

ზიგმარ გაბრიელი - რუსეთის დასუსტება მთელი მსოფლიოსთვის სახიფათოა

გერმანიის ვიცე-კანცლერის ზიგმარ გაბრიელის აზრით, რუსეთის დასუსტება მთელი მსოფლიოსთვის სახიფათოა. 

როგორც გაბრიელმა Bild am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა, დასავლეთისთვის უმჯობესია ითანამშრომლოს რუსეთთან, ვიდრე მასში მტერი დაინახოს.

"ვისაც სურს რუსეთის დასუსტება ეკონომიკურად და პოლიტიკურად, მთელი ევროპისთვის გაცილებით უფრო საშიში სიტუაციის პროვოცირებას ახდენს", - აღნიშნა ზიგმარ გაბრიელმა.

უფრო ადრე გერმანიის ვიცე-კანცლერმა განაცხადა, რომ დასავლეთი რუსეთის მუხლებზე დაჩოქებას არ ისახავს მიზნად და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას შეცდომა უწოდა.