საქართველოში მოსახლეობის შემცირების ტენდენცია შეინიშნება

საქართველოში მოსახლეობის შემცირების ტენდენცია შეინიშნება

შეინიშნება მოსახლეობის შემცირების ტენდენცია, ვცოტავდებით, - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიის სამსახურის უფროსმა, პაატა შავიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 2002 წელთან შედარებით საქართველოს მოსახლეობა შემცირებულია.

"სამწუხაროდ, შეინიშნება მოსახლეობის შემცირების ტენდენცია, ვცოტავდებით. 2002 წლის მონაცემებთან შედარებით მოსახლეობა, სავარაუდოდ, უფრო ცოტა იქნება", - განაცხადა პაატა შავიშვილმა.

მისივე თქმით, საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგები იქნება წელიწადნახევრის შემდეგ, მაგრამ 2015 წლის აპრილის ბოლომდე, წინასწარი შედეგები გამოქვეყნდება.

"დავითვალეთ მოსახლეობის რაოდენობა სოფლის დონეზე, სქესობრივი და ასაკობრივი სხვაობის მიხედვით, რამდენი გვყავს 15 წელზე უმცროსი ან 65 წელზე უფროსი ასაკის. ბევრი ექსპერტი და მათ შორის, გაეროს წარმომადგენლებიც, ამტკიცებენ, რომ საქართველოს მოსახლეობა დაბერებისკენ მიდის. აღწერა გვიჩვენებს, რამდენად რეალურია ეს საფრთხე. მოსახლეობას ვითვლიდით ეროვნული წარმოშობის, რეგიონების, რაიონებიც მცხოვრებლების დონეზე, განათლების დონის მიხედვით – რამდენს აქვს უმაღლესი განათლება, რამდენია წერა-კითხვის მცოდნე. აქამდე საქართველოს ლიდერი იყო წერა-კითხვის მცოდნეთა რაოდენობის მიხედვით და გვაინტერესებს, ვინარჩუნებთ თუ არა ამ პოზიციას... ვიკვლეთ, რამდენ მოქალაქეს აქვს პროფესიული ტექნიკური განათლება, რამდენი შშმ პირი ცხოვრობს საქართველოში", - აღნიშნა შავიშვილმა.