ინგლისის პრემიერი ევროკავშირის დატოვების შესახებ რეფერენდუმის დაანონსებულზე ადრე ჩატარებას შეეცდება

ინგლისის პრემიერი ევროკავშირის დატოვების შესახებ რეფერენდუმის დაანონსებულზე ადრე ჩატარებას შეეცდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი ცდილობს, თავის ქვეყანაში ინგლისის ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება დააჩქაროს. ამის შესახებ მან  "ბი-ბი-სი"-ს განუცხადა. 

"რეფერენდუმი 2017 წლის ბოლოს უნდა ჩატარდეს. თუ გამოგვივა ამის უფრო ადრე ჩატარება, მოხარული ვიქნები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დევიდ ქემერონი პირობას დებს, რომ მაისის საყოველთაო არჩევნებში ”კონსერვატიული პარტიის” გამარჯვების შემთხვევაში, 2017 წლის ბოლოს ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ რეფერენდუმს ჩაატარებს. თუმცა, მისი თქმით, თუკი ევროკავშირის წევრი ქვეყნები მის მიერ შეთავაზებულ რეფორმას დათანხმდებიან, ის პირიქით, აგიტაციას დაიწყებს ევროკავშირში ინგლისის დარჩენასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მის რიგებს დატოვებს.