ბუდაპეშტში პრემიერ-მინისტრის რუსეთთან დაახლოების პოლიტიკა გააპროტესტეს

ბუდაპეშტში პრემიერ-მინისტრის რუსეთთან დაახლოების პოლიტიკა გააპროტესტეს

უნგრეთის დედაქალაქში მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. "ევრონიუსის" ინფორმაციით, ბუდაპეშტში გამართულ აქციაში ათასობით უნგრელმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ურბანის საქმიანობას და რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას აპროტესტებენ. 

უნგრელთა უკმაყოფილების მიზეზი ასევე ქვეყანაში არსებული უმუშევრობა და დემოკრატია იყო. 

"ვშიშობთ, არ დაბრუნდეს ცენტრალიზაცია, რომელიც კომუნისტური რეჟიმის დროს იყო", - აღნიშნა ერთ-ერთმა დემონსტრანტმა. 

უცხოურ მედიაში გავრცელებული ცნობებით, აქციაში მონაწილეობა 5 ათასამდე ადამიანმა მიიღო.