სინოპტიკოსების ინფორმაციით, 7 იანვარს საქართველოს უმეტეს რაიონებში ითოვებს

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 7 იანვარს საქართველოს უმეტეს რაიონებში ითოვებს

7 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს უმეტეს რაიონებში ითოვებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განუცხადა, 4 იანვრის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი. კერძოდ, 5-6 იანვარს საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი. 
7 იანვარიდან საქართველოში ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელებას დაიწყებს ცივი ჰაერის მასები. შესაბამისად, 7 იანვარს, დღის მეორე ნახევარიდან ქვეყნის უმეტეს რაიონებში წვიმა თოვლში გადავა. მათ შორის თოვლია მოსალოდნელი თბილისშიც. 

8 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში ითოვებს. აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში, მათ შორის თბილისშიც, იქროლებს ძლიერი დასავლეთის ქარი, რომლის სიჩქარე 20-25 მეტრ წამი იქნება. 8 იანვრიდან საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს.