სომხურმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 39-ჯერ დაარღვია

სომხურმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 39-ჯერ დაარღვია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში გასული დღე-ღამის განმავლობაში სომხურმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 39-ჯერ დაარღვია.

აზერბაიჯანული უწყების ცნობით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის რაიონის სოფელ ბარეკამავანას პოზიციებიდან ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანული მხრიდან არავინ დაშავებულა.

ამასთან, სომხურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ აზერბაიჯანულმა მხარემ რამდენჯერმე გახსნა ცეცხლი სომხეთის პოზიციების მიმართულებით, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა.