ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში უცხოელებს კონტრაქტით მსახურობის უფლება მისცა

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში უცხოელებს კონტრაქტით მსახურობის უფლება მისცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში უცხოელებს კონტრაქტით მსახურის უფლებას აძლევს. ტელეკომპანია "დოჟდის" ინფორმაციით, როგორც ბრძანების ტექსტშია აღნიშნული, სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, მონაწილეობას მიიღებენ სამხედრო მდგომარეობის პირობებში დავალებების შესრულებაში, ასევე შეიარაღებულ კონფლიქტებში საყოვეთაოდ აღიარებული პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების, რუსეთის კანონმდებლობისა და საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად.

ამავე ბრძანების თანახმად, რუსეთის არმიაში ვერ იმსახურებენ უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომელთა მიმართაც გამოძიება ან სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.