ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
news.am-ის ინფორმაციით, წუხელ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი რამდენჯერმე გახსნეს.
მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება აზერბაიჯანულ მედიაში.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20% სომხეთის შეიარაღებულ ძალებს აქვს ოკუპირებული, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, რომელსაც ორივე მხარე დღემდე მუდმივად არღვევს.