ბახმაროდან ოთხი ახალგაზრდის გამოსაყვანად სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, სავარაუდოდ, ერთი ადამიანი ზვავის ქვეშ მოყვა.
"როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ოთხი ახალგაზრდა ხულოს მუნიციპალიტეტიდან გადმოდიოდა ბახმაროში. მათ შეექმნათ პრობლემა, რადგან ზვავი ჩამოწვა. სამმა ადამიანმა შეძლო, რომ მომთაბარეთა სახლამდე მიეღწიათ და იქ შეაფარეს თავი. ახალგაზრდებმა მოახერხეს სატელეფონო კონტაქტი. მათი თქმით, ერთი ახალგაზრდა ზვავში არის მოყოლილი. წუხელვე გავაგზავნეთ სამაშველო ჯგუფი გურიიდან და აჭარიდან, მაგრამ წუხელ ვერტმფრენის გამოყენება შეუძლებელი იყო და ეს მოხერხდა დღეს", - განაცხადა ირაკლი კუჭავამ.