ლიტვის ქალაქ შაულიაში, ნატო-ს საჰაერო ძალების ბალტიის ბაზასთან ახლოს, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი დააკავეს. ლიტვური მედიის განცხადებით, ეჭვმიტანილებს ბრალი წაუყენეს უცხოეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობაში. მათი დაკავება 31 დეკემბერს მოხდა.
ლიტველი ვიცე-პოლკოვნიკის ვიდამანტას რაკლევიჩუსის განცხადებით, დაკავებულთა შორის ერთი ლიტველი ოფიცერია.