ბახმაროში სავარაუდოდ ზვავის ქვეშ ერთი ადამიანი მოჰყვა

ბახმაროში სავარაუდოდ ზვავის ქვეშ ერთი ადამიანი მოჰყვა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროში ერთი ადამიანი, სავარაუდოდ ზვავის ქვეშ მოჰყვა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპოდენტი გურიიდან იუწყება, ამ წუთებში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ბახმაროში დაკარგულ კიდევ 3 ადამიანს ეძებენ. ოთხი ახალგაზრდა ბახმაროში 31 დეკემბერს წავიდა.