გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია

გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგზაო დეპარტამენტიდან აცნობეს, ამავე გზის კმ134-კმ135 მონაკვეთზე (დარიალის ხეობა) ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

ზვავსაშიშროების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო. ამ დროისთვის, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზვავსაშიშროება არ არსებობს.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.