ჩეჩნეთში სპეცოპერაციას რამზან კადიროვი ხელმძღვანელობდა

ჩეჩნეთში სპეცოპერაციას რამზან კადიროვი ხელმძღვანელობდა

ჩეჩნეთში, ნაურის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, შეიარაღებული ბანდფორმირების მეთაური მოკლეს. ამის შესახებ რუსული მედია ჩეჩნეთის ლიდერზე, რამზან კადიროვზე დაყრნობით წერს, რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა ამ სპეცოპერაციას.

"სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია შეირაღებული ფორმირების ცნობილი მეთაური, მუსა ზავგაევი, ასევე მისი ერთი თანამოაზრე", - აცხადებს კადიროვი.

მისივე თქმით, სპეცოპერაცია დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში მზადდებოდა.

სპეცოპერაციის დროს სამართალდამცავი უწყების 3 თანამშრომელი მსუბუქად დაიჭრა.

როგორც რუსული მედია წერს, ლიკვიდირებული "ბოევიკები" პირდაპირ კავშირში იყვნენ ჩეჩნეთში, 4 დეკემბერს, განხორციელებულ ტერაქტთან, რომელიც ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო.