სოფელ მარანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

სოფელ მარანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

სოფელ მარანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. აბაშის გამგებლის, მამუკა კვიტაშვილის ინფორმაციით, სოფელ მარანთან მიკროავტობუსისა და ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა . თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია ოთხი დაღუპულის შესახებ.

როგორც კვიტაშვილმა "ინტერპრესსნიუს" განუცხადა, მიკროავტობუსში ორი მცირეწლოვანი ბავშვიც იმყოფებოდ, თუმცა მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

მამუკა კვიტაშვილის განცხადებით, ჩქაროსნული მატარებელი დასავლეთიდან თბილისისკენ მოძრაობდა, რაც შეეხება მიკროავტობუსს, ის აბაშის რაიონის სოფელ მარანიდან ზუგდიდში ბრუნდებოდა.

მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების ახლობლები შემთხვევის დეტალებზე საუბრობენ. როგორც ისინი აცხადებენ, მიკროავტობუსში მყოფი მგზავრები, სოფელ მარანში ნათესავის ახალშობილი ბავშვის სანახავად იმყოფებოდნენ და ზუგდიდში ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

როგორც დაშავებულების ახლობლები ჟურნალისტებთან აცხადებენ, მიკროავტობუსის მძღოლმა სავარაუდოდ მატარებელი ვერ შეამჩნია, რის გამოც შეჯახება მოხდა.