წინასწარი მონაცემებით, მამა ილიას საქართველოში გადმოსვენება დღეს ვერ მოხერხდება

წინასწარი მონაცემებით, მამა ილიას საქართველოში გადმოსვენება დღეს ვერ მოხერხდება

იტალიაში საქართველოს ელჩის, კახა სიხარულიძის განცხადებით, ადრიატიკის ზღვაში დაღუპული ქართველი სასულიერო პირის, მამა ილია კარტოზიას საქართველოში გადმოსვენება სავარაუდოდ უახლოეს დღეებში ვერ მოხერხდება.

"წინასწარი მონაცემებით, ამ დღეებში გადმოსვენება ვერ მოხერხდება, იმიტომ, რომ საქმე არის გამოძიების ქვეშ", - აღნიშნა ელჩმა "რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბარში.

გასულ კვირას, ადრიატიკის ზღვაში, ბორან Norman Atlantic-ზე ხანძარი გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა.

მამა ილია კარტოზია მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.

ბორანზე ხანძარს ათზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.