სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრი ოფიციალურად გახდა

სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრი ოფიციალურად გახდა

სომხეთი დღეიდან ევრაზიულ კავშირში ოფიციალურად გაწევრიანდა. რუსული მედიის ინფორმაციით, გასული წლის ოქტომბერში ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად , 2022 წლამდე ერევანი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ერთიან საბაჟო ტარიფზე გადავა.

ამ ეტაპზე ევრაზიული კავშირის წევრები სომხეთი გარდა არიან: რუსეთი, ბელორუსი და ყაზახეთი.

მიმდინარე წლის მაისში, ყირგიზეთი ევრაზიული კავშირის მეხუთე წევრი ქვეყანა გახდება.