სწორ გზაზე ვდაგავართ და ერთიანი ძალით, ერთმანეთის გვერდში დგომით გავხდით ჩვენს მომავალს უკეთესს

სწორ გზაზე ვდაგავართ და ერთიანი ძალით, ერთმანეთის გვერდში დგომით გავხდით ჩვენს მომავალს უკეთესს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართველ ხალხს ახალ წელს ულოცავს.

ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ქვეყნის მოსახლეობას ბედნიერებას და წინსვლას უსურვებს.

ამასთან, ყოფილი პრემიერი აღნიშნავს, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას , რაც ერთიანი ძალით და ერთმანეთის გვერდში დგომით გახდება კიდევ უფრო უკეთესი.

"სულითა და გულით ვულოცავ ჩემს თანამემამულეებს, ჩემს საყვარელ ხალხს ახალი, 2015 წლის წლის დადგომას! მინდა ვუსურვო თითოეულ მათგანს, ყველა ოჯახს ბედნიერება და წინსვლა.

დარწმუნებული ვარ, 2015 წელი კიდევ უფრო დაგვაახლოებს ერთიან მიზანს - დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოს აშენებას, ჩვენი ხალხის კეთილდღეობას.

ჩვენ სწორ გზაზე ვდაგავართ და ერთიანი ძალით, ერთმანეთის გვერდში დგომით გავხდით ჩვენს მომავალს უკეთესს", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.