2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულებულია

2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულებულია

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა წინასწარი მონაცემებით, შეადგინა 9 118,5 მლნ ლარი, რაც გეგმის - 9 105 მლნ ლარის 100,1%-ია. გეგმა გადაჭარბებულია 13,5 მლნ ლარით.

მათ შორის:  - შემოსავლებმა შეადგინა 7 396,3 მლნ ლარი რაც გეგმას - 7,319 მლნ ლარს 77,3 მლნ ლარით აღემატება. შესრულების მაჩვენებელი 101,1 %-ია;

საგადასახადო შემოსავლებმა  შეადგინა 6 686,9 მლნ ლარი, რაც გეგმას 26,9 მლნ ლარით აღემატება. შესრულების მაჩვენებელი შეადგენს 100,4 %-ს.

სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა წინასწარი მონაცემებით, შეადგინა 8 972 მლნ ლარი, რაც გეგმის 9 080 მლნ ლარის 98,8 %-ს შეადგენს.

"ბოლო 10 წელიწადში ეს მაჩვენებელი უპრეცენდენტოა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაჩვენებელი მიღწეულ იქნა იმ პირობებში, როცა წლის განმავლობაში ბიუჯეტი არ დაკორექტირებულა", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.