დავით უსუფაშვილი:   2015 წელს გავცეთ მეტი სიყვარული, ვიყოთ მეტად თავისუფალნი

დავით უსუფაშვილი: 2015 წელს გავცეთ მეტი სიყვარული, ვიყოთ მეტად თავისუფალნი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  დავით უსუფაშვილი მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს. დავით უსუფაშვილმა მილოცვა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. "ყველას - ნაცნობს და უცნობს, თანამოაზრეს და ოპონენტს, მართალს და მტყუანს - ახალი 2015 წელი თითოეული ჩვენგანისათვის, განურჩევლად ჩვენი ვინაობისა და რაობისა, ღვთისგან ნაბოძები სიცოცხლის ერთი კონკრეტული მონაკვეთია. გისურვებთ ყველას, ახალ 2015 წელს გავცეთ მეტი სიყვარული, ვიყოთ მეტად თავისუფალნი და უფრო ღირსეულად გავუმკლავდეთ სიხარულსაც და განსაცდელსაც. თუ ამას შევძლებთ, ჩვენთან ერთად ჩვენი სამშობლოც წელში გაიმართება!", - აღნიშნულია დავით უსუფაშვილის მილოცვაში.